ჩინური მობილური მოწყობილობების მწარმოებელმა კომპანია Xiaomi-მ (ქსიაომი) ოფიციალურად წარმოადგინა ახალი დაბალფასიანი სმარტფონი Redmi Note 7 (რედმი ნოუთი) ორმაგი ძირითადი კამერით, რომელთა ჯამური გაფართოება 48 მეგაპიქსელია.ახალი ბრენდი Redmi, არის სრულიად დაცული, დარტყმაგამძლე ეკრანის კორპუსითა და 13 მეგაპიქსელიანი წინა კამერით. სმარტფონის პრეზენტაცია ჩინეთში გაიმართა და მასზე შეკვეთების მიღება უკვე დაწყებულია, გაყიდვები კი 15 იანვრიდან დაიწყება. მისი ფასი 999 იუანი ანუ 146 დოლარია. გარდა ამისა, აღნიშნულ მოდელზე კომპანია ჩინეთში პირველად 18 თვიან გარანტიას იძლევა.