ვაშინგტონმა ბაღდადის ხელისუფლებას განუცხადა, რომ თუ მათ ერაყიდან ამერიკელი სამხედროების გაყვანა მოუწევთ, ბაღდადი ვერ მიიღებს ნავთობის გაყიდვებიდან მიღებულ თანხებს, რომელიც ამერიკის ბანკებშია შენახული. ამის შესახებ The Wall Street Journal-ი წერს.
გამოცემის წყაროების ცნობით, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა სატელეფონო საუბარში ერაყის პრემიერის მოვალეობის შემსრულებელს განუცხადა, რომ მათი ფედერალური სარეზერვო ანგარიში ნიუ-იორკის ბანკში დაიბლოკება. აღნიშნულ ანგარიშზე ინახება ერაყული ნავთობის გაყიდვიდან მიღებული შემოსავლები.
გამოცემა წერს, რომ ეს ნაბიჯი უდიდეს დარტმას მიაყენებს ერაყის ეკონომიკას. კონკრეტულად რა ოდენობის თანხაზეა საუბარი, არ კონკრეტდება. გამოცემა აღნიშნავს, რომ „ისლამურ სახელმწიფოსთან“ საეჭვო კავშირის გამო ამერიკამ ერთხელ, რამდენიმე კვირით უკვე შეუზღუდა აღნიშნულ ანგარიშზე წვდომა ერაყს, რამაც ამ ქვეყანაში სერიოზული ფინანსური პრობლემები გამოწივია.