ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ევროპელ პარტნიორებს არ უმხელს ინფორმაციას, თუ როგორ მიმდინარეობს ჩინეთ-ამერიკის სავაჭრო მოლაპარაკებები, რათა წარმატების შემთხვევაში ეს მიღწევა მხოლოდ საკუთარ სახელს დაუკავშიროს და არ გაიზიაროს ის პარტნიორებთან. ამის შესახებ The Wall Street Journal ევროპელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს.გამოცემის წყაროს თქმით, თეთრ სახლში ვიზიტის დროს საფრანგეთის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპს შესთავაზა, შეეცვალა ცალმხრივი სავაჭრო მოლაპარაკებები და ერთიანი ფრონტით შეეტიათ ევროკავშირთან ერთად, რათა დაერეგულირებინათ ჩინეთთან სავაჭრო საკითხები. ტრამპმა მას უარით უპასუხა, თუმცა, პირობა მისცა, რომ პარიზს საქმის კურსში ჩააყენებდა. თითქმის ერთი წლის შემდეგ მან სიტყვა გატეხა და მაკრონს და სხვა ევროპელ პარტნიორებს მოლაპარაკებების დეტალები დაუმალა.ამასთან, როგორც გამოცემა დასძენს, ევროპის წამყვანი ქვეყნები ყურადღებით აკვირდებიან შტატები-ჩინეთის მოლაპარაკებებს, რათა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის პრინციპები არ დაირღვეს, რომლის წესების მიხედვითაც ერთ ქვეყანას არ შეუძლია მეორეს სავაჭრო შეღავათები დაუწესოს, ისე რომ იგივე სხვა ქვეყნებსაც არ შესთავაზოს.