ჰუმანიტარული მისიის ფარგლებში რომელიც გლობალური შიმშილის საფრთხეს ქმნის, ამერიკის შეერთებულ შტატებს და მის მოკავშირეებს შავ ზღვაზე ნაოსნობის უსაფრთხოებაზე ვალდებულების აღება შეუძლიათ. ამის შესახებ The Wall Street Journal-ი სარედაქციო სვეტში ვკითხულობთ.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, ოპტიმალური იქნებოდა გაეროს ფარგლებში შეთანხმება, რომლის თანახმადაც რუსეთს დაუბრუნდებოდა კალიუმის მადნების გატანის საშუალება, ხოლო უკრაინას ხორბლის. თუმცა გაზეთი აღნიშნავს, რომ ამ ტიპის შეთანხმების მიღწევაში ეჭვი ეპარება. ასეთ სიტუაციაში კი The Wall Street Journal-ის აზრით, შტატებს შეეძლო შეექმნა ნებაყოფლობითი კოალიცია, რომელიც უშუალოდ ნატოსთან კავშირში არ იქნებოდა, რომელიც გაუშვებდა გემებს უსაფრთხო ნაოსნობის უზრუნველსაყოფად შავ ზღვაში.
სარედაქტორო სვეტის ავტორები ასევე აღნიშნავენ, რომ ასეთ საზღვაო მისიას არ ექნება ისეთი რისკები, როგორსაც მოიცავდა არასაფრენი ზონის გამოცხადება უკრაინის თავზე. კოალიციაში შემავალი ქვეყნების გემები უბრალოდ, ხელს შეუწყობენ მარცვლეულით დატვირთულ გემებს გავიდნენ საერთაშორისო წყლებში, ისე რომ, მათ ხელი არ შეუშალონ რუსულმა გემებმა.