ბრიტანულმა ჯგუფმა Wolf Alice კომპოზიციაზე The Beach II გადაღებული კლიპი გაავრცელა. სინგლი მუსიკოსების რიგით მესამე ალბომში Blue Weekend შედის, რომელიც 4 ივნისს გამოქვეყნდა. აღსანიშნავია, რომ ჩანაწერში შესულ სიმღერებზე გადაღებული ვიდეორგოლები შინაარსობრივად ერთმანეთს უკავშირდება, მათი ავტორი ლონდონელი რეჟისორი, ჯორდან ჰემინგუეი გახლავთ.