ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პოლონეთის ქალაქ პოზნანის მიმართულებით პირველი პირდაპირი რეგულარული რეისი შესრულდა.
პოზნანი პოლონეთის რიგით მეექვსე მიმართულებაა, სადაც დღეიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან მოხვედრაა შესაძლებელი. პოლონეთის ,,მუსიკალურ დედაქალაქად წოდებულ“ ქალაქ პოზნანში რეისებს ქუთაისიდან კვირაში ორი სიხშირით უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air ასრულებს.
საერთო ჯამში, ამ მომენტისთვის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპის უკვე 28 ქალაქის მიმართულებით არის მოხვედრა შესაძლებელი.
ცნობისთვის, Wizz Air-მა ქუთაისის საეთაშორისო აეროპორტიდან ოპერირება 2012 წელს დაიწყო. 2018 წელს „ვიზეარმა“ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრთნაკადის 95 % გადაიყვანა და საქართველოს ავიაციის ისტორიაში პირველად, ეს ავიაკომპანია ბაზრის ლიდერი გახდა.