მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული საჩოგბურთო ტურნირი, უიმბლდონი, დასკვნით ფაზაში გადავიდა. უკანასკნელ სათამაშო დღეს მხოლოდ მამაკაცთა თანრიგის მატჩები გაიმართა. მეოთხედფინალური სტადია ადვილად გაიარა მსოფლიო რეიტინგის ლიდერმა, სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა. ნოლე ბელგიელ დევიდ გოფინს დაუპირისპირდა და 2 საათში მოუგო. სერბმა 3 სეტში 6-4 6-0 6-2 გაიმარჯვა და ნახევარდფინალში მსოფლიო რეიტინგის 22-ე ნომერს, ესპანელ რობერტო ბაუტისტა აგუტს დაუპირისპირდა.
ესპანელმა ჩოგბურთელმა თავის მხრივ ნახევარფგინალის საგზური არგენტინელ გუიდო პელასთან მოიპოვა. შეხვედრა 3საათსა და 10 წუთს გაგრძელდა და ბაუტისტას გამარჯვებით 7-5 6-4 3-6 6-3 დასრულდა. პელლა და აგუტი ერთმანეთს კარიერაში მესამედ დაუპირისპირდნენ, სადაც სამივე გამარჯვება ევროპელმა მოიპოვა.
ასევე ნახევარფინალშია მსოფლიო რეიტინგის მეორე ნომერი რაფაელ ნადალი. რაფა მეოთხედფინალში სემ ქუერის შეხვდა და საკმაოდ მარტივად 7-5 6-2 6-2 დაამარცხა, რისთვისაც სულ 2 საათი და 9 წუთი დასჭირდა. ნადალი და ქუერი ერთმანეთს მეექვსედ შეხვდნენ, სადაც ესპანელმა მეხუთე მოგების მოპოვება შეძლო.
ნახევარფინალში ნადალის მოწინააღმდეგე ლეგენდარული შვეიცარელი, როჯერ ფედერერი იქნება. ლიდერთა სამეულიდან ყველაზე კვალიფიციური მოწინააღმდეგე სწორედ როჯერს შეხვდა, მან იაპონელ კეი ნიშიკორის 4 სეტში სეძლია. ფედერერმა კეი 4-6 6-1 6-4 6-4 დაამარცხა, რისთვისაც სულ 2 საათი და 40 წუთი დასჭირდა.
შეგახსენებთ, რომ როჯერს უიმბლდონი კარიერაში 8-ჯერ აქვს მოგებული, რაც ამ ტურნირზე აბსოლუტური რეკორდია.