მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, დაბინძურებული ჰაერის, სანიტარული პირობების არქონისა და დაბინძურებულ წყლის გამო ყოველწლიურად მთელს მსოფლიოში მილიონ 700 ათასი ბავშვი იღუპება. ამავე ანგარიშის თანახმად, გარემოს დაბინძურებით გამოწვეული ინფექციებისა და დაავადებების შედეგად ყოველწლლიურად ხუთ წლამდე ასაკის 570 ათასი ბავშვი იღუპება.
ორგანიზაციის მონაცემებით, ხუთ წლამდე ბავშვების სიკვდილიანობის გამომწვევი ისეთი მიზეზები, როგორებიცაა დიარეა, მალარია და პნევმონია, შესაძლოა, ნაწილობრივ მაინც აღმოიფხვრას სუფთა წყლისა და საკვების მოსამზადებლად უფრო სუფთა ენერგიის წყაროს გამოყენებით.