Welcome to Georgia! - ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების მეოთხე ოფიციალური ცერემონია 17 დეკემბერს, რუსთაველის თეატრში,გაიმართება. დაჯილდოების ცერემონიაზე, 20 განსხვავებულ ნომინაციაში ტურიზმის და მასპინძლობის დარგის 350-ზე მეტი წარმომადგენლიდან გამარჯვებულები გამოვლინდებიან. ამის შესახებ ცნობილი ტურიზმის ეროვნული დაჯილდოებისა და "საქართველოს ბანკის" ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.დაჯილდოების ცერემონია დახურული ღონისძიებაა, რომელსაც 800-მდე სტუმარი დაესწრება. პროექტის ნომინანტები და პარტნიორები სახელმწიფო სექტორი, ბიზნეს სექტორი, საერთაშორისო და ადგილობრივი მედიაა."საქართველოს ბანკი" უკვე ორი წელია პროექტის ოფიციალური სპონსორია და წელს უკვე თანაორგანიზატორის სტატუსით გვევლინება. პარტნიორობის ფარგლებში "საქართველოს ბანკმა" შეიმუშავა სამი განსაკუთრებული ნომინაცია: "საუკეთესო ქალი მეწარმე ტურიზმის ინდუსტრიაში", "მევქმნი – ყველაზე წარმატებული ქართული ბრენდი ტურიზმის ინდუსტრიაში" და "წლის ყველაზე სწრაფად მზარდი კომპანია მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულებით", ამ ნომინაციებში გამარჯვებულებს ბანკი განსაკუთრებულ საჩუქრებს უმზადებს.