WBO-მ (მსოფლიო კრივის ორგანიზაცია) საკუთარი გადაწყვეტილება სპეციალური რეზოლუციით დაადასტურა და ამერიკის შეერთებულ შტატებში დაკავებული სპორტსმენ ავთანდილ ხურციძეს კრივში დროებითი მსოფლიო ჩემპიონის ქამარი ჩამოათვა.დოკუმენტი WBO-ს ოფიციალურ გვერდზეა გამოქვეყნებული. „ვინაიდან ავთანდილ ხურციძე ვერ ასრულებს საკუთარ ვალდებულებებს, როგორც WBO-ს დროებითი ჩემპიონი იბრძოლოს ჩემპიონატზე და ვინაიდან დაგეგმილი ჩემპიონატი გაუქმდა, ამ რეზოლუციით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ავთანდილ ხურციძის – საშუალო წონით კატეგორიაში დროებითი ჩემპიონის ადგილი გათავისუფლდეს.”ავთანდილ ხურციძე 10 დღის წინ ნიუ იორკში დააკავეს.