ამერიკული რითეილერი Walmart-ი მზის პანელების აალების გამო Tesla-ს უჩივის. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ სასამართლოზე დაყრდნობით ავრცელებს.
სარჩელის თანახმად, 2018 წლის ნოემბრის მდგომარეობით, Walmart-ის 7 მაღაზიაში Tesla-ს მზის პანელების აალების შედეგად ცეცხლი გაჩნდა. რის შედეგადაც დაიწვა პროდუქციის გარკვეული ნაწილი, მაღაზიებს მოუწიათ ხელახლა რემონტის ჩატარება, დანაკარგმა კი მილიონობით დოლარი შეადგინა.
Walmart-ი მოითხოვს ზიანის ანაზღაურებას, რომლის ზომა სარჩელში მითითებული არ არის და მასკის კომპანიას ავალდებულებს, რომ 240-ზე მეტ მაღაზიაში მზის პანელების დემონტაჟი განახორციელოს.ცნობისთვის, ელექტრომობილების მწარმოებელმა ამერიკულმა კომპანიამ Tesla-მ მზის ენერგიის კომპანია SolarCity 2016 წელს 2 მილიარდ 600 მილიონ დოლარად შეიძინა.