მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს (WADA) დამფუძნებელთა საბჭომ ორგანიზაციის პრეზიდენტად პოლონეთის სპორტისა და ტურიზმის მინისტრი 35 წლის ვიტოლდ ბანკა დაამტკიცა. WADA-ს დამფუძნებელთა საბჭომ შესაბამისი გადაწყვეტილება პოლონეთის ქალაქ კატოვიცეში, მსოფლიოს ანტისადოპინგოკონფერენციაზე მიიღო. ბანკა საქმეს ოფიციალურად შეუდგება 2020 წლის 1 იანვრიდან. აღსანიშნავია, რომ ვიტოლდ ბანკა WADA-ს პრეზიდენტის თანამდებობაზე უალტერნატივო კანდიდატურა იყო. წლეულს იანვარში მას ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა ევროპის საბჭომ, მაისში კი სახელმწიფო ორგანოთა წარმომადგენლებმა.