ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მთავრობის ვარაუდით, მაისის პირველ ნახევარში საქართველოს კორონავირუსით ინფიცირებული 2 ათასამდე პაციენტი ეყოლება, ცუდი სცენარის შემთხვევაში კი 4 ათასამდე. ჯანდაცვის მინისტრმა შექმნილი ეპიდსიტუაციისა და მოვლენების განვითარების სავარაუდო სცენარის შესახებ "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" ისაუბრა. მისივე განმარტებით, თუ შემდეგ ორ კვირაში კრიტიკული ზღვარი 2 000 დადასტურებულ კოვიდინფექციას მიაღწევს, მთავრობა იძულებული იქნება საყოველთაო კარანტინი გამოაცხადოს.