ისლანდიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, დედაქალაქ რეიკიავიკთან დაახლოებით 40 კილომეტრში, დიდი ხნის მიძინებული ვულკანი ამოიფრქვა, - ამ ინფორმაციას მედიასაშუალებები ისლანდიის მეტეოროლოგიურ სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებენ. მათი თქმით, შემთხვევის გამო კეფლავიკის საერთაშორისო აეროპორტში ფრენები შეჩერებულია. ამინდის ეროვნულ ბიუროში აცხადებენ, რომ ამოფრქვევის შედეგად გამოწვეული ნაპრალის სიგრძე დაახლოებით 500 მეტრია. ხელისუფლებამ მოქალაქეებს მოუწოდა, ამოფრქვევის ტერიტორიასთან მიახლოვებისგან თავი შეიკავონ. ვულკანის ამოფრქვევის შესასწავლად ადგილზე სანაპირო დაცვის ვერტმფრენი გააგზავნეს.