სიცილიაზე ვულკან "ეტნას" ამოფრქვევის შედეგად 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის არიან ტელეკომპანია "ბი-ბი-სი"-ის გადამღები ჯგუფის წევრები და ტურისტები. ვულკანის ძლიერი ამოფრქვევისას ზოგიერთს ცხელი ქვები მოხვდა, ზოგმა კი დამწვრობა მიიღო."ბევრი დაშავდა, ზოგმა თავის ტრავმა მიიღო, ზოგს დამწვრობა აღენიშნება", - დაწერა "ტვიტერის გვერდზე "ბი-ბი-სის" რეპორტიორმა რებეკა მორელიმ.