"ოკუპაცია გახლავთ ის მძიმე მემკვიდრეობა, რომელიც ჩვენმა პოლიტიკურმა ძალამ მიიღო, როდესაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ამ მძიმე მემკვიდრეობისგან გავათავისუფლოთ ჩვენი მომავალი თაობა. ჩვენ აუცილებლად გადავდგამთ იმ ნაბიჯებს, რომელიც მიგვიყვანს საქართველოს ერთიანობამდე - რა თქმა უნდა მშვიდობით, მხოლოდ და მხოლოდ მოლაპარაკებების გზით. ჩვენ არავითარ შემთხვევაში აღარ მივცემთ არავის საშუალებას, იმ ადამიანებს, და ადამიანები არ იცვლებიან, რომლებმაც 26 წელი ჩაკეტილ წრეზე ატარეს ჩვენი ქვეყანა, ისევ ამ წრეზე შეგვიყვანონ. ეს არის გამორიცხული. ძნელია, მაგრამ ცივი გონებით, ჩვენ აუცილებლად გადავდგამთ იმ ნაბიჯებს, რომლებიც ამ პრობლემას მოაგვარებს." - ნათქვამია პრემიერ მინისტრის განცხადებაში