„ევროპული საქართველოს“ წევრი ოთარ კახიძე „ნაციონალურ მოძრაობაში“ შესაძლო განხეთქილებას ეხმურება. ოთარ კახიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის პოზიციები არჩევნებთან, საპარლამენტო არჩევნების შედეგების ბოიკოტთან, პარტიის თავმჯდომარის არჩევასთან და ბრძოლის მეთოდებთან დაკავშირებით მისთვის და მისი თანამოაზრეებისთვის მიუღებელი იყო და სწორედ აღნიშნულს მოჰყვა 2016 წელს "ნაციონალური მოძრაობის" დაშლა.კახიძე შიშობს, რომ შეშფოთების საგანი, რომლის გამოც ევროპულმა საქართველომ ნაციონალური მოძრაობა დატოვა, კვლავ ძალაშია.