სოციალურ ქსელში, ზუგდიდში "საქართველოს ბანკზე" მომხდარი თავდასხმასთან დაკავშირებით ახალი კადრები გავრცელდა. ვიდეოში, ჩანს თუ როგორ გადასცემს სამხარეო პოლიციის უფროსი ავთანდილ გალდავა შეიარაღებულ პირს თანხას.
შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალს შეიარაღებული პირი თავს გუშინ დაესხა. შენობაში მძევლად აიყვანა 19 ადამიანი, თუმცა რამდენიმე საათის შემდეგ 16 პირი გაათავისუფლა და ბანკის შენობა მძევლებთან ერთად მას შემდეგ დატოვა, რაც მისი მოთხოვნები დააკმაყოფილეს. თავდამსხმელი ნახევარ მილიონ დოლარს ითხოვდა.