სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელზეც, სავარაუდოდ, ასახულია ცხინვალის წინასწარი დაკავების საკანში სამართალდამცავთა მიერ პატიმრების ცემა.
არსებული ინფორმაციით, ეს ის იზოლატორია, სადაც საოკუპაციო რეჟიმს გატაცებული საქართველოს მოქალაქეები გადაჰყავს.
გავრცელებულ ვიდეოკადრებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა. გიორგი გახარიას განცხადებით, ეს ვიდეო არ უნახავს, თუმცა, აღნიშნავს, რომ მსგავსი შემთხვევების პრევენციისთვის ერთადერთი გზა არსებობს და ეს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მოქმედებაა.