ვპირდები ჩვენს მოქალაქეებს, რომ მათი ჯანმრთელობის უფლება იქნება დაცული და არცერთ ნაბიჯს უკან არ გადავდგამთ,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ სამინისტროს 2019 წლის ანგარიშის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მან ასევე ისაუბრა სოციალურ პოლიტიკაზე და აღნიშნა, რომ მისი მინისტრობის პირველ წელს შეიქმნა სტრუქტურული ერთეული სადაც გაერთიანდა სოციალური ზრუნვის სრული პაკეტი.
მისივე თქმით ბოლო ერთი წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაძლიერდა შრომის უსაფრთხოების მიმართულება და მისი როლი პანდემიის პირობებში მნიშვნელოვანი იყო.