შვედურმა ავტომწარმოებელმა კომპანიამ Volvo-მ ახალი ორზონიანი ელექტროავტობუსი წარმოადგინა, რომელიც ჯამში, 150 მგზავრზეა გათვლილი. როგორც კომპანიაში აცხადებენ, სიახლის მთავარი პლიუსი მისი დიდი ტევადობა, ნაკლები ხმაური და ჰაერის უკეთესი ხარისხია. ახალი ავტობუსი კომპანიის მიერ აქამდე შექმნილი მოდელების ბაზაზეა შექმნილი, რომლებიც შვედეთის ქალაქ გოტენბურგში გასული წლიდან უკვე მოძრაობენ.
ახალი ელექტროავტობუსების მსოფლიო პრემიერა ოქტომბერში იგეგმება, თუმცა, კომპანიამ რამდენიმე ტექნიკური მახასიათებელი უკვე გაავრცელა. როგორც ცნობილია, ავტობუსები სწრაფი დამტენების მეშვეობით იტენება, მაგრამ კომპანიას მანძილის დაფარვის მათი შესაძლებლობა ჯერ არ გაუმხელია.