კომპანია Volvo Cars მსოფლიოს მასშტაბით 500 ათას ავტომობილს უკან იხმობს. აქედან 86 ათასი შვედეთშია რეალიზებული. როგორც შვედური სააგენტო წერს, ამის მიზეზი ძრავის ნაწილში აალების შესაძლებლობა გახდა. სააგენტოს ცნობით, კოლექტორი, რომელიც პლასტმასისგანაა დამზადებული, შესაძლოა, ძრავის მაღალი ტემპერატურის გამო გალღვეს.კომპანიის წარმომადგენლების თქმით, ცალკეულ შემთხვევებში ამან აალება გამოიწვია, თუმცა, ისინი ხაზს უსვამენ, რომ აღნიშნულ შემთხვევებს ადამიანების ჯანმრთელობის დაზიანება არ მოჰყოლია.აღსანიშნავია, რომ კომპანია პრობლემის მქონე ავტომობილების მფლობელებს თავად დაუკავშირდება. თუმცა, როდის და როგორ მოხდება პრობლემის აღმოფხვრა, ჯერ უცნობია.