კომპანია Volvo Cars-ი ბაზრიდან საკუთარი წარმოების 167 ათას ავტომობილს უკან გაიწვევს. საუბარია მოდელზე XC60 SUV. გაწვევის მიზეზად კომპანია უკანა კარში ელექტრო-მექანიზმის მწყობრიდან შესაძლო გამოსვლას ასახელებს. კომპანიის პრესსპიკერის განცხადებით, გაწვევა XC60 ავტომობილებს ეხება, რომელთა წარმოება 2018-2019 წლებში მოხდა.
აღსანიშნავია, რომ კომპანიამ ავტომობილების გაწვევაზე განცხადება წინა თვეშიც გაავრცელა. მაშინ Volvo Cars-მა 219 ათასი მანქანა გაიწვია, მიზეზად კი ძრავში საწვავის სავარაუდო გაჟონვა დაასახელა.