მიხეილ სააკაშვილის ფსიქიკურ მდგომარეობაზე ლაპარაკი ძალიან გახშირდა - ამ მდგომარეობის გამოხატულებაა მისი მოწოდებები დესტაბილიზაციისა და რევოლუციური პროცესების განვითარებისკენ, - ეს განცხადება ჟურნალისტებთან "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ გააკეთა.
ამასთან, ვოლსკის აზრით, მიხეილ სააკაშვილის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე ხშირი ლაპარაკი "შეიძლება იმ იდეასაც ემსახურებოდეს, რომ მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ არ შეიძლება პატიმრობაში რჩებოდეს".