უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხარკოვის რეგიონში, კულტურულ ცენტრზე განხორციელებული სარაკეტო დარტყმა დაგმო და თავდასხმას "აბსოლუტური ბოროტება, აბსოლუტური სისულელე" უწოდა. ამის შესახებ ინფორმაცია მედიაში ვრცელდება.
ზელენსკიმ "ტელეგრამზე" გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ ქალაქ ლოზოვაიას ახლადგარემონტებულ კულტურის ცენტრს რაკეტები ხვდება. მისი თქმით, თავდასხმის უკან რუსული ძალები იდგნენ.
"ოკუპანტებმა თავიანთ მტრებად კულტურა, განათლება და კაცობრიობა გამოავლინეს. რა არის იმ ადამიანების თავში, რომლებიც ასეთ სამიზნეებს ირჩევენ?", - განაცხადა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, რუსული ძალების მიერ, ხარკოვის რეგიონის ქალაქ ლოზოვაიაზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად, 7 ადამიანი დაშავდა, მათ შორისაა 11 წლის ბავშვი.