ვოლოდიმირ ზელენსკის მიაჩნია, რომ რუსეთის სტრატეგიული მარცხი მთელი მსოფლიოსთვის აშკარაა, ხოლო უკრაინის მიზანს მიზნის მიღწევამდე ბრძოლა წარმოადგენს. უკრაინის პრეზიდენტი მორიგ ვიდეომიმართვას ავრცელებს სადაც ის ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლებს მშიშრებად მოიხსენიებს, რომლებიც სიმართლის დამალვას, სარაკეტო, საჰაერო და საარტილერო დარტყმების მიღმა ცდილობენ.