რუსეთის განცხადებას, ახალი თაობის ლაზერული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით, უკრაინის პრეზიდენტი თავის მორიგ ვიდეომიმართვაშ ეხმაურება. ზელენსკი ამბობს, რომ ოკუპანტი ქვეყნის მიერ აღნიშნული იარაღის გამოყენება, მათი შეჭრის სრულ წარუმატებლობაზე მიუთითებს. ზელენსკი, ნაცისტური გერმანიის პროპაგანდისტულ ხერხებს ახსენებს, სადაც აღნიშნავს, რომ მაშნდელი გერმანია ომში წაგების დროს სწორედ განსხვავებულ იარაღზე იწყებდა საუბარს, რაც მისი თქმით ახლა რუსეთის შემთხვევაშიც მეორდება. „როიტერსის“ ცნობით, რუსეთმა დრონების დასაწვავად ახალი ლაზერული იარაღის გამოყენების შესახებ განაცხადა.