08:42
29 ივნისი, 2022, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
ვოლოდიმირ ზელენსკი - პუტინთან შეხვედრის მიზანი დამოკიდებულია იმაზე, თუ როდის შედგება ასეთი შეხვედრა
21-05-2022

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თვლის, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები ადრე თუ გვიან გაიმართება, მაგრამ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის მიზანი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როდის შედგება ეს შეხვედრა, - აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

„პუტინთან შეხვედრის მიზანი დამოკიდებულია იმაზე, როდის გაიმართება ეს შეხვედრა. მიზანი იცვლება. როგორიც არის ჰიბრიდული ომი, ასეთი ჰიბრიდული იქნება მშვიდობაც და ჰიბრიდული შეხვედრებიც. დღეს რომ შევხვედროდით, დღის წესრიგში მარიუპოლის საკითხი იქნებოდა. ორ-სამ თვეში რომ შევხვდეთ, შეიძლება ეს საკითხი დღის წესრიგში აღარ იყოს, ან ნაწილობრივ იყოს. ომის დასაწყისიდანვე რომ შევხვედროდით, მიზანი კიდევ სხვა იქნებოდა. დღეს რომ შევხვდეთ, ვიცით, რა არის ოკუპირებული და რა არის დეოკუპირებული და ვისაუბრებდით ამაზე. ორ თვეში აღარ გვეცოდინება, რა მდგომარეობაში იქნება ყველაფერი“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, ნებისმიერ შემთხვევაში, ახლა მნიშვნელოვანია ტყვეთა გაცვლის, დეოკუპაციისა და მშვიდობის საკითხების მოგვარება - ომის შეჩერების მიზნით.

„გვესმის საფრთხეები და რისკები, ჩვენზე ბევრია დამოკიდებული, მაგრამ ბევრია დამოკიდებული რუსეთზეც. ჩვენ გვაქვს სურვილი და გვაქვს ჩვენი მიზნები: გვინდა ტერიტორიების დაბრუნება და ჩვენ გვინდა ამ ომის დასრულება, მაგრამ როდის იქნება ეს, ეს ყველაფერი დამოკიდებულია დროზე, იმაზე, თუ როდის იქნება საუბარი პუტინთან“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მან ხაზი გაუსვა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის საუბარი აუცილებლად შედგება, თუმცა რა ფორმატში და როდის, ჯერჯერობით უცნობია.

„არ ვიცი, რა ფორმატში: შუამავლებით, შუამავლების გარეშე, ფართო წრეში, პრეზიდენტების დონეზე, ორმხრივი საუბარი, მაგრამ იქნება“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

AutoPlay
ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს პარლამენტი დაძლევს
გამოქვეყნდა 9 საათის წინ
სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე აცხადებენ, რომ ხალხს მეტ სიმართლეს მიაწვდიან
გამოქვეყნდა 9 საათის წინ
აშშ-მა რუსული ოქროს იმპორტი აკრძალა
გამოქვეყნდა 10 საათის წინ
სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე "ქართულ ოცნებას" ტოვებენ
გამოქვეყნდა 10 საათის წინ
ემანუელ მაკრონი - არავინ განიხილავს ომის დასრულებას მომდევნო კვირებში ან თვეებში - უკრაინისადმი მხარდაჭერა და სანქციები შენარჩუნდება იქამდე, ვიდრე საჭირო იქნება
გამოქვეყნდა 11 საათის წინ
მიხაილო პოდოლიაკი კრემლის პრესსპიკერს - უკრაინას არ დაუწყია ეს ომი, რომ „ბრძანებით" შეაჩეროს
გამოქვეყნდა 11 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები