მარიუპოლიდან ევაკუაციის ოპერაციის მეორე ეტაპი დასრულდა. ქალაქიდან და მისი შემოგარენიდან 344 ადამიანი გადაარჩინეს. უკრაინის პეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით ევაკუირებული მოქალაქეები ზაპოროჟიეში ჩავლენ და მათზე სახელმწიფო განსაკუთრებით იზრუნებს. რაც შეეხება მარიუპოლში ამ დროიმდე დარჩენილებს პრეზიდენტი ამბობს რომ მათი ევაკუაციისთვის ცეცხლის შეწყვეტაა საჭირო და დახმარებისთვის ანტონიო გუტიერეშს, გაეროს გენერალურ მდივანს მიმართავს.