უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა თავის ფართომასშტაბიანი შეჭრით, უნებლიედ აიძულა უკრაინა და პოლონეთი დაევიწყებინა დავა საერთო წარსულის შესახებ. ეს განცხადება ზელენსკიმ რადაში პოლონეთის პრეზიდენტის ანდჟეი დუდას გამოსვლის შემდეგ გააკეთა.
„ერთ მშვენიერ დღეს, ცნობილი გახდა, რომ ამ ყველა წინააღმდეგობას არ გააჩნია მნიშვნელობა, როდესაც ასეთი ძალის საფრთხე არსებობს. ჩვენი ხალხის გადარჩენის საფრთხე. მე და ანდჟეი ვისწრაფოდით ნამდვილი ურთიერთგაგებისკენ ჩვენ ხალხს შორის, ერთად დავამსხვრიეთ ეს წინააღმდეგობა. ვაპირებდით აგვეშენებინა შერიგების მემორიალი საერთო საზღვარზე, მაგრამ უკრაინის საზღვრები გადმოლახეს მათ, რომლებსაც სხვა მემორიალები სურთ და რომლებიც სულაც არ არის მშვიდობისადმი მიძღვნილი... ჩვენ ვიცავთ ჩვენთვის საერთო სამყაროს, სახელწოდებით - თავისუფლება და დამოუკიდებლობა, იმ დროს, როდესაც ვიღაც სჩადის კოსმიური მასშტაბის ბარბაროსობას. ასეთივე მასშტაბს აღწევს ახლა ურთიერთგაგება, ურთიერთქმედება, მეგობრობა და ძმობა უკრაინასა და პოლონეთს შორის. 24 თებერვალს ჩვენ დავიწყეთ ჩვენი საერთო ისტორიის ახალი ტომის დაწერა. ჩვენი ხალხის ერთობა უნდა გაგრძელდეს მარადიულად. ის აღარასოდეს უნდა გაწყვიტოს მტრობამ“ , - განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, უკრაინასა და პოლონეთს შორის ახლა დადგა დრო ერთიანობისა და ურთიერთგაგებისა, რომლისკენაც მოწოდებებით გამოდიოდნენ მთელი რიგი მოღვაწეები, დაწყებული პაპ იოანე პავლე მეორედან.
„ჩვენ პარლამენტებს, მთავრობასა და მთლიანად ხალხს ესმის ერთმანეთის ისე, როგორც არასდროს და არ აქვს მნიშვნელობა ანბანს, თუ როგორ ვწერთ სიტყვა „თავისუფლებას“. მთავარია, რომ უკრაინელები და პოლონელები ამაზე საუბრობენ ერთნაირად და ერთნაირადვე იცავენ მათ... თავისუფალი უკრაინის გარეშე ვერ იქნება თავისუფალი პოლონეთი. ისტორიკოსები დავობენ, ვინ არის ამ სიტყვების ავტორი. ეს დავა ჩვენ გადავწყვიტეთ. ეს არის უკრაინელი და პოლონელი ხალხის ნება“ , - განაცხადა ზელენსკიმ.