უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მან აზოვსტალის მებრძოლებს მკაფიო გზავნილი მისცა, ქარხნის ტერიტორიიდან გამოსულიყვნენ და საკუთარი სიცოცხლეები გადაერჩინათ. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით კი "აზოვსტალიდან" ბოლო, 531 კაციანი ჯგუფი მათ უკვე ჩაბარდა. მათივე თქმით, 16 მაისიდან 2 500-მდე უკრაინელმა სამხედრომ "იარაღი დაყარა". რუსული მხარის მტკიცებით, ამ დროისათვის აზოვსტალის ქარხანას რუსული არმია სრულად აკონტროლებს.