ვოლოდიმირ ზელენსკი მორიგ ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც ამბობს, რომ აზოვსტალში ხალხის გადარჩენის მცდელობებში მსოფლიოს ყველა გავლენიანი შუამავალია ჩართული. ზელენსკი აღნიშნავს, რომ უკრაინულმა მხარემ ამ დროისათვის 1015 უკრაინული დასახლება გაათავისუფლა. დაბრუნებულ ტერიტორიებზე კი ელექტროენერგიის, კომუნიკაციების, წყალმომარაგებისა და ყველა დანარჩენი მიყენებული ზიანის აღდგენა მალევე მოხდება.