ბუჩაში ჩადენილ დანაშაულებებში 10 რუსი ჯარისკაცია იდენტიფიცირებული. დადგენილია მათი გვარები და არსებობს ფაქტები იმ ქმედებების შესახებ, რაც ჯარისკაცებმა უკრაინის ქალაქ ბუჩაში ჩაიდინეს. ქვეყნის პრეზიდენტი ამბობს, რომ თითოეულმა მათგანმა ეჭვმიტანილის სტატუსი უკვე მიიღო. რუსი სამხედროების მიერ ჩადენილ დანაშაულებზე გამოძიება გრძელდება.