Volkswagen-ი მანქანის დაქირავების კომპანიის Europcar Mobility Group-ის შესაძლო შეძენასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებს.როგორც Reuters-ი წერს, სავარაუდოდ, ეს გარიგება საშუალებას მისცემს მწარმოებელს ფულის გამომუშავება უკვე წარმოებულ ავტომობილებზე მოახდინოს.
ამავდროულად, სააგენტო აღნიშნავს, რომ გარიგებაზე ჯერ მხოლოდ საუბარი მიმდინარეობს და ხელშეკრულების გაფორმებამდე ჯერ კიდევ დიდი დროა. Reuters-ის ცნობით, Europcar-ის მიმდინარე საბაზრო კაპიტალიზაცია 390 მილიონი ევროა, ხოლო მარტის ბოლოს წმინდა დავალიანებამ 1 მილიარდ ევროზე მეტს მიაღწია.
აღსანიშნავია, რომ 2006 წლამდე Europcar-ი Volkswagen-ის საკუთრებაში იყო. 2006 წელს ავტომწარმოებელმა გაქირავების კომპანია გაყიდა. დღეს კი, თუ ახალი გარიგება შედგა, Volkswagen-ს საშუალება მიეცემა, რომ კომპანია უკან დაიბრუნოს.