გერმანიის სამართალდამცავი ორგანოები კვლავ დაინტერესდნენ Volkswagen-ის დიზელის ძრავებით, თუმცა ამჯერად სხვა მოდელებში. როგორც „როიტერსი“ წერს, გამომძიებლები ამ დღეებში კომპანიის სათავო ოფისს ეწვივნენ და გამოითხოვეს დოკუმენტაცია, რომელიც ეხებოდა დიზელის ძრავებს ინდექსით EA288.
2015 წელს კომპანიამ აღიარა, რომ მიზანმიმართულად ცრუობდა, ახლა კი ხელისუფლების პრეტენზიებს უსაფუძვლოდ მიჩნევს. ცნობისთვის, დიზელგეითი კომპანიას 33 მილიარდი დოლარი დაუჯდა.
ჟურნალისტების მტკიცებით, კომპანია აქტიურად თანამშრომლობს საგამოძიებო ორგანოსთან და ამჟამად გამოძიება მიმდინარეობს არა კონცერნის წინააღმდეგ, არამედ იქ მომუშავე რამდენიმე პირის მიმართ.