კომპანიამ Volkswagen-ი საკუთარი ლოგო განაახლა. განახლებული ლოგო კომპანიის ვოლფსბურგში მდებარე ცენტრალური ოფისის თავზე გამოჩნდა. ხოლო ავტომობილებზე ის ფრანკფურტის საავტომობილო შოუზე წარმოდგენილმა სერიული წარმოებისთვის მზა კომპანიის პირველმა ელექტრომობილმა I.D.3-მა მოირგო.
კომპანიამ ემბლემას ორიანი განზომილება დაუბრუნა. ეს არის პირველი ლოგო, რომელშიც ასო W არ ეხება მის ირგვლივ წრეს. კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, ლოგოს დიზაინი უმოკლეს დროში დამზადდა და მასზე კომპანიის შიგნით იმუშავეს.
მათივე განცხადებით, გერმანიის სათავო ოფისის თავზე დაწყებული რებრენდინგი მსოფლიოს 154 ქვეყანაში გავრცელდება. ცვლილებები ჯერ ევროპაში დაიწყება, შემდეგ ჩინეთში, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში. 2020 წლისთვის კი ის სრულად დასრულდება.