ავტოკონცერნი Volkswagen-ი ავსტრალიელებს მრავალმილიონიან კომპენსაციას გადაუხდის, რომელიც ორი კოლექტიური სარჩელის საფუძველზე დაეკისრა. საქმე ეხება დიზელგეიტის გახმაურებულ სკანდალს.როგორც ABC News-ი იუწყება, სიდნეის ფედერალური სასამართლოს მიერ განხილული საქმის დეტალები უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ საუბარია, 87-დან 121 მილიონამდე ავსტრალიური დოლარის გადახდაზე. ეს კი ნიშნავს, რომ მოხდება ეკოლოგიასთან შეუსაბამო თითო ავტომობილზე ათას 400 დოლარის კომპენსაციის გაცემა.ABC News-ი აღნიშნავს, რომ ავსტრალიაში ამ დეფექტის მქონე დაახლოებით 100 ათასი ავტომობილია. საუბარია, Volkswagen-ის, Audi-სა და Skoda-ს ბრენდის ავტომობილებზე.შეგახსენებთ, რომ დიზელგეიტის სკანდალში Volkswagen-ი 2015 წელს გაეხვა.