გერმანული ავტოკონცერნი Volkswagen-ი და ამერიკული ავტოკორპორაცია Ford Motor Company-ი ალიანსს ქმნიან. ამის შესახებ Volkswagen-ის ხელმძღვანელმა ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელიც, როგორც Reuters-ი წერს, თეთრ სახლში შედგა.
ამ შეთანხმების შედეგად Volkswagen-ს შეუძლია Ford-ის ქარხნების გამოყენებით საკუთარი წარმოება შტატებში გაზარდოს. ტოპ მენეჯერმა ასევე განაცხადა, რომ ამ მომენტისთვის კომპანია შტატებში მისი მეორე ქარხნის მშენებლობის შესაძლებლობასაც განიხილავს.თეთრი სახლის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სამშაბათს ტრამპი გერმანიიდან სამ ავტომწარმოებელს შეხვდა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს Volkswagen-ის, Daimler-ისა და BMW-ს ტოპ-მენეჯერებმა. ამერიკელმა ლიდერმა მათ გაუზიარა საკუთარი ხედვა, რომლის თანახმადაც კომპანიები საკუთარ ავტომობილებს აწარმოებენ შტატებში და უფრო მეგობრულ საქმიან ატმოსფეროს შექმნიან.