პირდაპირ გეტყვით, რომ ვნერვიულობ, რადგან ჩემმა დღევანდელმა გადაწყვეტილებამ მომავალი 25 წლის განმავლობაში ადამიანების ბედი უნდა განსაზღვროს, - ამის შესახებ დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა სიასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობაში შექმნილ ვითარებაზე საუბრისას განაცხადა.მისი თქმით, მოსამართლეების სიასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება ძალიან რთული და საპასუხისმგებლოა.„ეს არის გადაწყვეტილება, რომელმაც უნდა განსაზღვროს ჩვენი მომავალი ერთი მეოთხედი საუკუნე, როგორ იქნება ქვეყანაში ადამიანების დამოკიდებულება სასამართლოს მიმართ და როგორი იქნება ადამიანების განცდა იმისა, რომ ისინი სამართლებრივ სახელმწიფოში ცხოვრობენ. ამიტომ როცა ამხელა გადაწყვეტილების წინაშე ვდგავართ, ყველაზე მნიშვნელოვანია იმაზე ფიქრი, თუ ჩვენი გადაწყვეტილებით, 15-16 წლის შემდეგ ადამიანის ცხოვრება როგორ შეიცვლება. შესაბამისად, ამ პასუხისმგებლობის, ამ ტვირთის მქონე ადამიანებს, მე ვფიქრობ, მეტი არაფერი უნდა ადარდებდეთ. პირდაპირ გეტყვით, რომ ვნერვიულობ, რადგან ჩემმა დღევანდელმა გადაწყვეტილებამ მომავალი 25 წლის განმავლობაში ადამიანების ბედი უნდა განსაზღვროს. მე არ მინდა, დღეს ისეთი შეცდომა დავუშვა, რომელიც მთელი ცხოვრება, სანამ ცოცხალი ვიქნები, საკუთარი სინდისის ქენჯნასა და სინანულში გავატარო“ , - აღნიშნა ლევან გოგიჩაიშვილმა.