ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტ გეგა გეგეშიძის განცხადებით უახლოეს მომავალში შედგება პრეზიდიუმის სხდომა, სადაც ჭიდაობის ფედერაციაში მიმდინარე მოვლენებს განიხილავენ. როგორც გეგა გეგეშიძემ სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, წელს ოლიმპიადის ლიცენზიების მოპოვების წელია და სპორტსმენებმა უნდა გააგრძელონ ვარჯიში. მისივე თქმით, ფედერაციაში მისი დარჩენის შესახებ გადაწყვეტილება პრეზიდიუმის სხდომაზე მიიღება. შეგახსენებთ, რომ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილმა "ფეისბუქში" განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნავდა, რომ 11 იანვარს საქართველოს ჩემპიონატზე მას საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ თავში რკინის ბლაგვი საგანი ჩაარტყა. ზურაბ დათუნაშვილი მოითხოვს, რომ გეგეშიძემ დატოვოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობა. წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოს დატოვებს და სხვა ქვეყნის სახელით იასპარაზებს. პარალელურად შსს0მ აღნიშნული დაპირისპირების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა.