თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრს, კობა კოშაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა გამოიტანა. ადვოკატმა კოშაძის 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებისა და პირადი თავდებობის შესახებ შუამდგომლობა დააყენა. კოშაძეს თავდებში თავდებში კონსტანტინე კემულარია, გუბაზ სანიკიძე და გურამ ჩალაგაშვილი უდგებოდნენ. ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილი მონისტრის დაცვის წევრს, კობა კოშაძეს ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვას, ტარებას ედავებიან. თავად კოშაძე ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ მანქანაში იარაღი პოლიციამ ჩაუდო. მან მოსამართლეს გათავისუფლების თხოვნითაც მიმართა და აღნიშნა, რომ 19 აგვისტოს შვილის წლისთავი აქვს და უნდა ამ დღეს საფლავზე იყოს.