უკრაინის ახლადარჩეული პრეზიდენტის ვლადიმირ ზელენსკის გუნდში უკვე მომზადებული აქვთ ბრძანებულების პროექტი ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს დათხოვნის შესახებ. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება. მათი ინფორმაციით, ზელენსკის გუნდის ნაწილი ინაუგურაციის შემდეგ, რადას დაუყოვნებლივ დათხოვნის მომხრეა. ამასთან, ზელენსკიმ უმაღლესი რადისადმი მიმართვა გაავრცელა, რომელშიც მოითხოვს, რომ მისი ინაუგურაცია 19 მაისისთვის გაიმართოს. ზელენსკის თქმით, პარლამენტის დეპუტატები ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით არ მოქმედებენ. ზელენსკი აცხადებს, რომ სანამ თავად პრეზიდენტი გახდება ამასობაში ქვეყნის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ქვეყნისთვის საზიანო გამოუსწორებელ საქმეებს ჩაიდენს.