უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ მინისტრთა კაბინეტს დაავალა ახალი კანონის შემუშავება, რომელიც ქვეყანაში მასმედიის მუშაობას დაარეგულირებს.
9 ნოემბერს, უკრაინის პრეზიდენტმა გამოაქვეყნა ბრძანება "სახელმწიფოს რეფორმირებისა და გაძლიერების გადაუდებელი ზომების შესახებ". ბრძანებაში, უკრაინის პრეზიდენტი მოუწოდებს მინისტრთა კაბინეტს, შემუშავდეს ცვლილებები, რომელიც მედიის მუშაობას დაარეგულირებს და ამასთან, ყალბი ინფორმაციის გავრცელების წინააღმდეგ იქნება მიმართული.
"კიევ პოსტის" ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტმა არაერთხელ გამოთქვა შეშფოთება იმ ყალბი ინფორმაციის თაობაზე, რომელიც მედიაში რუსეთიდან და შიდა ძალებიდან ვრცელდება. თუმცა, რეგულაციებზე საუბარმა წარმოშვა შიში, რომ მთავრობამ შესაძლოა მედიაზე ცენზურა დააწესოს. პრეზიდენტის ბრძანების თანახმად, ახალი კანონი 2019 წლის ბოლომდე უნდა შემუშავდეს.