საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა 2019 წლის ბოლო ორი მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა. სლოვაკი სპეციალისტის რჩეულთა შორის 25 ფეხბურთელი მოხვდა. ტრავმების გამო ნაკრებს ლაშა დვალი, საბა ლობჟანიძე და თორნიკე ოქრიაშვილი ვერ დაეხმარებიან. საქართველოს ნაკრები 11 ნოემბერს შეიკრიბება და 13 ნოემბრამდე სენტ გალენის სიახლოვეს, გერმანიის ქალაქ ვურისოფენში მოემზადება, შემდეგ კი შვეიცარიაში გადაინაცვლებს. შვეიცარია - საქართველოს მატჩი 15 ნოემბერს სენტ გალენში, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება, ხოლო 19 ნოემბერს, ხორვატია - საქართველოს სპარინგი თბილისის დროით 21:00 საათზე გაიმართება.