ჩრდილოეთ მაკედონიასთან ევროპირველობის ფინალში 0:1 დამარცხების შემდეგ საქართველოს ნაკრებს მისი მწვრთნელი, ვლადიმირ ვაისი ტოვებს. როგორც ფეხბურთის ფედერაცია "ტვიტერზე" ვაისა გუშინდელი თამაშის გამო ბოდიშს იხდის და გუშინდელ დღეს უიღბლოს უწოდებს.
"ჩემი სამუშაო დასრულებულია. ჩემი დრო ამოიწურა. ეს არ იყო ადვილი დრო, მაგრამ ჩემი ცხოვრების ძალიან კარგი 5 წელიწადი იყო. დამწუხრებულნი ვართ", - აცხადებს ვაისას.
ქართველმა ჟურნალისტებმა ვაისას გუშინდელი პრესკონფერენცია პროტესტის ნიშნად დატოვეს.
საქართველოს ეროვნული ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიასთან ანგარიშით 0:1 დამარცხდა. შედეგად, ჩრდილოეთ მაკედონიამ ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა. მატჩის ერთადერთი გოლი მეორე ტაიმში მაკედონიელთა თავდამსხმელმა გორან პანდევმა გაიტანა.
ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთში 2021 წლის ივნისში გაიმართება.