პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, პირველად, ვლადიმერ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. კრემლის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის ინფორმაციით, სატელეფონო საუბრის ინიციატივა უკრაინის მხრიდან იყო. მისი თქმით, უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებმა განიხილეს დონბასში კონფლიქტის დარეგულირების საკითხი.
პესკოვის თქმით, ზელენსკი და პუტინი შეთანხმდნენ, იმუშავონ ექსპერტების დონეზე იმ ადამიანების დაბრუნებისთვის, რომლებიც ორივე მხარეს ჰყავს დაკავებული. ასევე, განიხილეს კონტაქტის გაგრძელების შესაძლებლობა ნორმანდიული ფორმატის ფარგლებში.