უკრაინის ახალარჩეული პრეზიდენტის ვლადიმერ ზელენსკის ინაუგურაციის ცერემონიალი სავარაუდოდ 2019 წლის 28 მაისს გაიმართება. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება. ინაუგურაციის თარიღთან დაკავშირებით გადაწყვეტილება პარლამენტმა უნდა მიიღოს, ხოლო საჭირო ხმები თუ ვერ შეგროვდა, მაშინ პარლამენტის სპიკერი იღებს გადაწყვეტილებას. როგორც მოსალოდნელია, ინაუგურაციის ზუსტი თარიღი უახლოეს დღეებში დასახელდება.
შეგახსენებთ, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ამომრჩეველთა ხმების 80%-ის დათვლის შემდეგ, ვლადიმერ ზელენსკი 73.09%-ით ლიდერობს. უკრაინის მოქმედ პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს ამომრჩეველთა ხმების 24.57% აქვს. აღნიშნულ შედეგებს ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისია აქვეყნებს.