უკრაინის ახლადარჩეული პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი საპრეზიდენტო უფლებამოსილების შესრულებას 20 მაისიდან შეუდგება. სწორედ ეს თარიღი განსაზღვრა ქვეყნის ეროვნულმა რადამ პრეზიდენტის საინაუგურაციოდ. აღნიშნულ გადაწყვეტილებას მხარი 315-მა დეპუტატმა დაუჭირა. ინაუგურაცია 20 მაისს, ადგილობრივი დროით 10:00 საათზე უმაღლესი რადას შენობაში, საზეიმო სხდომათა დარბაზში შედგება.
შეგახსენებთ, რომ იქამდე 10 მაისს ვლადიმერ ზელენსკიმ უმაღლეს რადას მიმართა მოთხოვნით, პრეზიდენტის ინაუგურაცია 19 მაისს გამართულიყო. თუმცა, ამ მოთხოვნამ მკვეთრი კრიტიკა გამოიწვია, რადგან ქვეყანაში 19 მაისს პოლიტიკურ რეპრესიათა მსხვერპლის ხსოვნის დღე აღინიშნება.