უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ ბრძანება გასცა უკრაინის მოქალაქეობის მინიჭების პროცედურების გადახედვასთან დაკავშირებით. ქვეყნის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, საგარეო საქმეთა სამინისტრო გაამარტივებს უკრაინის მოქალაქეობის მიღებას ცალკეული ჯგუფებისთვის. აღნიშნულის შესახებ მას შემდეგ განაცხადეს, რაც რუსეთმა გამოსცა განკარგულება უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის რუსეთის მოქალაქეობის მიღების გამარტივებული პროცედურების შესახებ. შეგახსენებთ, მოსკოვმა რუსული პასპორტების მარტივად მიღება დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში მცხოვრები უკრაინელი მოქალაქეებისთვის გაამარტივა.