უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმერ ზელენსკის ინფორმაციით, უკრაინაში შეიქმნება ერთიანი ინვესტიციების ოფისი, რომელსაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელი, ლევან ვარშალომიძე უხელმძღვანელებს. ზელენსკის განმარტებით, საინვესტიციო ოფისი სექტემბერში დაიწყებს ფუნქციონირებას.
"ჩვენ იქ ბატონ ლევან ვარშალომიძეს დავნიშნავთ, რომელიც ბათუმს აშენებდა", - განაცხადა ზელენსკიმ.